სამუშაო საათები: 10:00-17:30
კომპაქ-სპორტინგი
კომპაქტ-სპორტინგი ინგლისური და საერთაშორისო სპორტული სროლის სახეობაა.
მოედანი ხუთი პოზიციისგან შედგება; მსროლელები თითოეული სადგურიდან თანმიმდევრობით ხუთჯერ გაისვრიან.
საირმის სასროლეთი აღჭურვილია თანამედროვე ბრიტანული ტექნოლოგიითა და Beretta-ს ცეცხლსასროლი იარაღით, რაც სროლის მაღალი ხარისხის გამოცდილებას გპირდებათ.
ფასი: ???

ზიპლაინი
800-მეტრიანი ზიპლაინი, რომელიც მთიდან კურორტის პარკამდე ეშვება, ყველაზე გრძელია სამხრეთ კავკასიაში. ფრენის შეგრძნებით გამოწვეული ადრენალინი ამ ამაღელვებელ და უსაფრთხო თავგადასავალში დაუვიწყარ მოგონებებს შეჰმატებს თქვენს დასვენებას.
საირმის ზიპლაინი იყენებს თანამედროვე სტანდარტების აღჭურვილობასა და უსაფრთხოების სისტემებს. გამოცდილი ინსტრუქტორების მუდმივი მეთვალყურეობა კი თქვენს თავგადასავალს კიდევ უფრო საიმედოსა და დაცულს ხდის.
ფასი: 60 ლარი

ცხენებით გასეირნება
ცხენოსნობა განტვირთვისა და შინაგანი სიმშვიდის მოპოვების გამორჩეული გზაა. მხედრის როლში ყოფნა შინაგანი ბალანსის პოვნის საუკეთესო შესაძლებლობაა, ამ კეთილშობილ არსებებთან ურთიერთობა კი ბუნების სილამაზეს სულ სხვა თვალით დაგანახებთ. ეს არის ჰიპოთერაპია – მკურნალობისა და რეაბილიტაციის აღიარებული მეთოდი ცხენებთან ურთიერთობით, რომელიც გვეხმარება ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
ფასი: 20ლ-10 წთ

ველო-ტურები
შერეული ტყითა და მრავალფეროვანი ბუნებით გამორჩეულ ვრცელ ტერიტორიაზე თქვენ შეგიძლიათ, აღმოაჩინოთ საირმის ეკოლოგიურად მდიდარი, ჯადოსნური ადგილები. მათ შორის ულამაზესი ჩანჩქერი, რომლითაც ნამდვილად მოიხიბლებით!
სტუმრებს შეუძლიათ – დაისვენონ, ველოსიპედით ისეირნონ, გაიუმჯობესონ ჯანმრთელობა და განწყობა. უპირველეს ყოვლისა, საირმე ბუნებასთან დასაახლოებლად საუკეთესო ადგილია.
ფასი: 20ლ-60 წთ

პადელის მოედანი
დინამიკური სპორტული თამაში, რომელიც აერთიანებს ტენისისა და სკვოშის ელემენტებს. პადელი იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც აქტიური გართობა და ჯანსაღი ცხოვრების სტილი უყვარს.
ფასი: 40ლ-30 წთ;60 ლ-1 სთ

ელექტრო სკუტერი
სკუტერის ქირაობა საირმეში შესანიშნავი გზაა ამ ულამაზესი საკურორტო ქალაქისა და მისი გარშემო არსებული მწვანე, მთიანი პეიზაჟების თქვენი ტემპით აღმოსაჩენად.
ფასი: 50ლ-60 წთ

გართობა პარკში
კურორტი მდებარეობს მთის მდინარის ხეობაში; იქვეა გაშენებული საირმის პარკი, რომლის ტერიტორიაც შერეული ტყით, წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეებით არის დაფარული, რაც ჰაერს ჟანგბადითა და ოზონით ამდიდრებს; ხოლო დაბალი ატმოსფერული წნევა და რბილი ულტრაიისფერი სხივები მის გამაჯანსაღებელ ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს.
სამკურნალო კლიმატს სწორედ ის ბუნებრივი მახასიათებლები ქმნიან, რომლებიც აძლიერებენ იმუნიტეტს, ხელს უწყობენ დეტოქსიკაციას და აუმჯობესებენ ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობას.

თოკების ქალაქი
„თოკების ქალაქი“ – ნამდვილი გამოწვევა მიწის ზემოთ! ეს არის სივრცე მათთვის, ვისაც ახალი მწვერვალების დაპყრობა და საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა სურს.
აქ წარმატების ფორმულა სწრაფი ცოცვის უნარი, საიმედო აღჭურვილობა და ჩვენი გამოცდილი ინსტრუქტორების რეკომენდაციების გათვალისწინებაა. ეს დაუვიწყარი თავგადასავალი იდეალურია მეგობრებთან ერთად გასართობად ან გუნდური შეჯიბრებებისთვის.
