მთის სპორტი, ბუნება და თავგადასავლები - საუკეთესო ნაზავი!
ისიამოვნეთ საირმეში! – თავად დარწმუნდით სამკურნალო შეთავაზებების ეფექტიანობაში და ჩაერთეთ მრავალფეროვან აქტივობებში.
საირმეში დატვირთული და ამავდროულად საინტერესო დასვენება გელოდებათ. გვესტუმრეთ და ისიამოვნეთ – მშვიდი გასეირნებით, მსუბუქი ლაშქრობით, ჯიპტურებით, ცხენოსნობით, ველოსპორტითა და სხვა. აქ დასვენების იდეალური ფორმა ყველასთვის მოიძებნება – მათთვის, ვისაც თავგადასავლები იზიდავს და მათთვისაც, ვინც სუფთა ჰაერსა და მოძრაობას ანიჭებს უპირატესობას.






